Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

                                                                                                                                   

№02/29 - 01

24.01.2023

ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და  მეცნიერ-ხელმძღვანელების  დამტკიცების, ასევე დამტკიცებული სადისერტაციო თემების და ხელმძღვანელების ცვლილების შესახებ      

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და მეცნიერ-ხელმძღვანელები:

1.1. ბერდია გათენაძე  - „მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსური  უზრუნველყოფის მექანიზმი   საქართველოში "

მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ლეილა ღუდუშაური

1.2. მამუკა ლეჟავა - ,,საერთო-სახელმწიფოებრივი   გადასახადების სრულყოფის  გზები   საქართველოში“ 

მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მიხეილ ჩიკვილაძე

1.3. გივი ნადირაძე  - ,,საქართველოს  ელექტროენერგეტიკული   ბაზრის  გამოწვევები და  ფინანსური შედეგები“

მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ხათუნა ბარბაქაძე

1.4. ხატია ჯაფარიძე - "ინოვაციური პროცესების ზეგავლენა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე საქართველოში" 

მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი ხათუნა ბერიშვილი

1.5. ბექა ფერაძე - „შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის გავლენა მეწარმეობის განვითარებაზე“

მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი რევაზ გველესიანი                            

1.6. ქრისტინა ჯულაყიძე - „გარემოს დაბინძურების შემზღუდველი ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში“

მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი რევაზ გველესიანი                            

1.7. ინგა ზურაბიანი - „საწარმოს რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის შექმნა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით“   

მეცნიერ-ხელმძღვანელები: პროფესორი დემურ სიჭინავა

                                                               ასოცირებული პროფესორი თეა მუნჯიშვილი

1.8. ლაშა ავქოფაშვილი  - ,,ციფრული მარკეტინგის გავლენა მყიდველობითი გადაწყვეტილებების მიღებაზე“

მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი ნუგზარ თოდუა

1.9. ილია ჯანიაშვილი - "განახლებადი ენერგიის პროექტების მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების გზები ინვესტორ კომპანიებში"

მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი დავით ნარმანია                                     

1.10. ქეთი ნადირაშვილი - „რისკების მართვის გაუმჯობესების გზები ქართულ საჯარო სექტორში“

მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი დავით ნარმანია

2. ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ანა ჩაგელიშვილს, სადისერტაციო თემის: „ადამიანური რესურსების განვითარების გაუმჯობესების გზები საქართველოში“ ნაცვლად დაუმტკიცდეს: „ადამიანური რესურსების განვითარების გაუმჯობესების გზები საქართველოს საბანკო სექტორის მაგალითზე“.

3. ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ერეკლე უგრელიძეს შეეცვალოს სადისერტაციო თემის სათაური და დაუმტკიცდეს:  „საქართველოს ღვინის ბაზარზე მომხმარებელთა ქცევის კვლევა“.

4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტ გიორგი შატაკიშვილს, ნაცვლად ასოცირებული პროფესორი ხათუნა ბერიშვილისა, დაუმტკიცდეს მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი თემურ შენგელია.

5. დოქტორანტ ნინო მღებრიშვილს, სადისერტაციო თემის: ,,საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ტენდენციები და პერსპექტივები“ ნაცვლად დაუმტკიცდეს: ,,საქართველო-რუსეთის  ეკონომიკური ურთიერთობების ტენდენციები და გამოწვევები“.

          მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი  დავით  სიხარულიძე

6. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

7. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

8. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი    პროფესორი              გიორგი ღაღანიძე